#1 ბეარფუტ ფეხსაცმლის მაღაზია საქართველოში

პატარა ნაბიჯები, დიდი თავგადასავლები

ბავშვი

ფილტრები

რჩევები პატარა ნაბიჯებისთვის

ზომის დადგენა ფეხის გაზომვით იწყება

გაზომე ორივე ფეხი და შეარჩიე მოდელი ფეხის სიგრძისა და ფორმის მიხედვით.

როგორ გავზომოთ →

ჩვენს შესახებ

ბაჩების ამბავი ჩემი პირველი შვილის, ალექსანდრეს ბაჩებით დაიწყო.

პირველად დედობა ბევრ კითხვას აჩენს. როცა გამოცდილება ჯერ არ გვაქვს, ხშირად ახლობლებს, ნათესავებსა და ექიმებს ვეყრდნობით. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო: ალექსანდრეს უხეში, ორთოპედიული ბაჩები ეცვა, შიგნით სუპინატორით — რადგან „ექიმმა ასე გვირჩია“. მაშინ ფეხსაცმლის შერჩევაზე ბევრი არაფერი ვიცოდი და ამ რჩევას ვენდობოდი.

ალექსანდრე დაახლოებით ცხრა-ათი თვის იყო, როცა ჩვენი სახლის ეზოში ია და მისი პატარა მარიამი გავიცანი. სამეზობლოში ბევრი ბავშვი იყო, მაგრამ ამ დედა-შვილმა ჩემი ყურადღება მიიქცია. მე და ია მალე დავახლოვდით და დღეს მეგობრები ვართ.

იას გერმანიაში წლები ჰქონდა გატარებული. სწორედ მან გამაცნო გერმანული და ევროპული საბავშვო ბრენდები — რიხტერი, ელეფანტენი, ლურჩი და რიკოსტა. მარიამისთვის რბილ, დრეკად ბაჩებს არჩევდა. ამ პატარა აღმოჩენამ ჩემთვის სრულიად ახალი ინტერესი გააჩინა: მინდოდა გამეგო, რას ვარჩევთ ბავშვისთვის ფეხსაცმლის ყიდვისას და როგორ მოძრაობს ფეხი მასში.

ამ თემამ იმდენად გამიტაცა, რომ ფეხის ანატომიისა და მოძრაობის ბიომექანიკის შესწავლა დავიწყე. 2021 წლის ივნისში ინსტაგრამზე ბაჩების ბლოგი შევქმენი. თავიდან ფეხის ზომის სწორად აღებაზე ვწერდი, შემდეგ ბრენდებს ვაცნობდი მშობლებს და ფეხშიშველ მოძრაობაზეც ვსაუბრობდი.

სწავლის სურვილი ბლოგის დაწყების შემდეგაც გაგრძელდა. გავიარე ტრენინგები barefoot-ის თემის უცხოელ წევრებთან, მათ შორის პეტრა ფიშერის Take10 კურსი, სადაც მთელი სხეულის მობილობასა და თავისუფალი მოძრაობის ვარჯიშებს გავეცანი. ეს ინტერესი ჩემს ყოველდღიურობაშიც გადმოვიდა: კოჭის განმეორებითი ტრავმების შემდეგ საკუთარ მოძრაობას უფრო ყურადღებით დავაკვირდი და მიღებული ცოდნა პირად პრაქტიკაშიც გამოვიყენე.

დღეს ბაჩებში იმ ცოდნასა და გამოცდილებას ვაერთიანებ, რომლის დაგროვებაც საკუთარი შვილისთვის ფეხსაცმლის ძიებით დავიწყე. მინდა მშობლებს ბაჩების შერჩევაში გულითადად დავეხმარო — გავითვალისწინოთ ზომა, ფეხის ფორმა და ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები.

თავისუფალი ბაჩები თავისუფალ ბავშვებს.

როგორ გავზომოთ ბავშვის ფეხი

ბეარფუთ ფეხსაცმელი ფეხს ბუნებრივად მოძრაობის საშუალებას აძლევს - მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ზომა სწორადაა შერჩეული. ზომის გაზომვას სახლში 5 წუთი სჭირდება.

რა დაგჭირდებათ

როდის გავზომოთ

დღის მეორე ნახევარში ან საღამოს. დღის განმავლობაში ფეხი ოდნავ იზრდება, ამიტომ დილით აღებული ზომა შეიძლება მცირე აღმოჩნდეს.

ნაბიჯ-ნაბიჯ

  1. მოამზადეთ ქაღალდი. დადეთ იატაკზე, ვიწრო კიდით მიადეთ კედელს და სკოჩით დაამაგრეთ.
  2. დააყენეთ ბავშვი. ფეხშიშველა (ან იმ წინდით, რომლითაც ფეხსაცმელს ატარებს), ქუსლით კედელთან. ბავშვი უნდა იდგეს და წონა ორივე ფეხზე თანაბრად ჰქონდეს - არა ჯდომისას.
  3. მონიშნეთ ყველაზე გრძელი თითი. ფანქარი დაიჭირეთ ვერტიკალურად და გაავლეთ ხაზი ყველაზე გრძელი თითის წვერთან. ეს ყოველთვის ცერი არ არის. პატარები ხშირად თითებს კუმავენ - დაელოდეთ, სანამ მოადუნებს.
  4. გაზომეთ. ქაღალდის კიდიდან (ქუსლიდან) ხაზამდე, მილიმეტრის სიზუსტით.
  5. გაიმეორეთ მეორე ფეხზე. ფეხები ხშირად განსხვავდება (5 მმ-მდე ნორმალურია). ყოველთვის უფრო დიდ ზომას დაეყრდენით.

გაზომეთ სიგანეც

barefoot ფეხსაცმელში თითებს გასაშლელად ადგილი სჭირდება, ამიტომ სიგრძის გარდა ფეხის სიგანეც გაზომეთ.

  1. იპოვეთ ყველაზე ფართო ადგილი. ჩვეულებრივ თითების ძირთანაა - ცერისა და ნეკის სახსრებს შორის.
  2. გაზომეთ განივად. შემოხაზულ ფეხზე მონიშნეთ ორი ყველაზე განიერი წერტილი და გაზომეთ მათ შორის მანძილი, სიგრძის პერპენდიკულარულად.
  3. შეადარეთ ჩასაფენს. ფეხსაცმლის შიდა სიგანე ფეხზე 0.2-0.6 სმ-ით მეტი უნდა იყოს (ზამთრის ფეხსაცმელზე - ზედა ზღვარი).

მოუსვენარ პატარას ფეხის შემოხაზვის ნაცვლად მონიშნეთ სამი წერტილი: ყველაზე გრძელი თითი და ყველაზე ფართო ადგილი ორივე მხარეს.

ჩამოტვირთეთ ფეხის საზომი (A4, PDF) ამობეჭდეთ 100%-ით, მასშტაბის შეცვლის გარეშე. სიგრძე და სიგანე ერთ ფურცელზე.

რამდენი დავუმატოთ ზრდისთვის

ფეხსაცმლის შიდა სიგრძე ფეხის სიგრძეზე უნდა იყოს დაახლოებით 1-1.2 სმ-ით მეტი. ეს ადგილი თითებს სიარულისას მოძრაობის საშუალებას აძლევს და ზრდისთვისაც რჩება.

ფეხსაცმლის ტიპი დაუმატეთ
სანდალი~1 სმ
გაზაფხული / შემოდგომა (სნიკერსი, ბოტასი)1-1.2 სმ
ზამთრის ფეხსაცმელი (სქელი წინდით)1.2-1.5 სმ

მაგალითი: ფეხის სიგრძე 17.0 სმ → აირჩიეთ მოდელი, რომლის შიდა სიგრძეა 18.0-18.2 სმ.

ძალიან დიდი ზომაც არ ვარგა: 1.5 სმ-ზე მეტი ზედმეტი ადგილი ბავშვს სიარულს უშლის და წაბორძიკების მიზეზი ხდება.

ნუ აირჩევთ მხოლოდ ევროპული ზომის ნომრით

ერთი და იგივე ნომერი (მაგ. 28) სხვადასხვა ბრენდსა და მოდელში განსხვავებული სიგრძისაა. კონკრეტული მოდელის შიდა სიგრძე სანტიმეტრებში ჩვენთან გადაამოწმეთ და შეადარეთ თქვენს გაზომვას (+ ზრდის ადგილი).

როგორ შევამოწმოთ, რომ ზომა მოერგო

რამდენად ხშირად გავზომოთ

ბავშვის ფეხი სწრაფად და არათანაბრად იზრდება - სკოლამდელ ასაკში დაახლოებით 1 მმ თვეში. გაზომეთ ყოველ 2-3 თვეში და ყოველთვის ახალი ფეხსაცმლის ყიდვამდე.

გჭირდებათ დახმარება?

გამოგვიგზავნეთ გაზომვა (ან ქაღალდის ფოტო სახაზავთან ერთად) whatsapp-ზე ან ინსტაგრამი-ზე - დაგეხმარებით სწორი მოდელისა და ზომის შერჩევაში.

მოგვწერე

ერთად შევარჩიოთ ბაჩები

მოდელის, ზომის ან შეკვეთის შესახებ კითხვებისთვის დაგვიკავშირდი.

საბანკო გადახდა

შეკვეთის, ზომის და საბოლოო თანხის ჩვენთან დადასტურების შემდეგ თანხა გადარიცხე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე.

დანიშნულებაში მიუთითე შენი სახელი და ჩვენთან შეთანხმებული შეკვეთის ნომერი.

გადარიცხვის შემდეგ ქვითარი გამოგვიგზავნე ვოთსაპში. გადახდას მიღების შემდეგ დაგიდასტურებთ.